(ძველი. ბერძნული. μάγμα - სქელი საცხი) - მდნარი მასა დედამიწის მყარი ქერქის ქვეშ. ბუნებრივი, ყველაზე ხშირად სილიკატური, გავარვარებული ცხელი, თხევადი დნობა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში, დიდ სიღრმეზე და გაცივებისას წარმოქმნის მაგმურ მთის ქანებს - მაგმის გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილი ქანები. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს: ეფუზიურს (ვულკანურს, ამონთხეულს), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება; - ინტრუზიულს (სიღრმულს), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება. ამოფრქვეულ მაგმას, რომელმაც დაკარგა მისი აქროლადი კომპონენტებისუმეტესობა (როგორიცაა წყალი, ნახშირორჟანგი, ფტორი, ქლორი და ა.შ.) ეწოდება ლავა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024