წარმოების პროცესებისა და გამოშვებული პროდუქციის გარემო-ზე მავნე ზემოქმედების შეზღუდვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი აღდგენისა და აღწარმოების ნორმებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკოლოგიურ დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ეკოლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი არის ბუნებრივი სისტემების შენარჩუნება, მათი მთლიანობისა და იცოცხლისუნარიანობის ფუნქციების ხელისშეწყობა საზოგადოების მდგრადი განვითარების, სიცოცხლის ხარისხის ამაღლების, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეკოლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: მდგრადი განვითარება, რომელიც ითვალისწინებს თანაბარ ყურადღებას მისი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კომპონენტებისადმი და ბუნების დეგრადაციით ადამიანის საზოგადოების განვითარების შეუძლებლობის აღიარება; საზოგადოებისათვის ბიოსფეროს სიცოცხლის ხელშემწყობი ფუნქციების პრიორიტეტის მინიჭება მისი რესურსების პირდაპირ გამოყენებასთან მიმართებით; ბუნებრივი რესურსების გამოყენებიდან მიღებული შემოსავლის სამართლიანი განაწილება და მათზე წვდომა; ეკონომიკური საქმიანობის შედეგად გარემოზე ნეგატიური ეკოლოგიური შედეგების პრევენცია, ეკოლოგიური შედეგების აღრიცხვა; ბუნებრივ სისტემებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სხვა პროექტების უარყოფა, თუ მათი შედეგები არაპროგნოზირებადია გარემოსთვის; ბუნებრივი რესურსების ფასიანი გამოყენება და მოსახლეობისა და გარემოსთვის გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაცია; ეკოლოგიური ინფორმაციის ღიაობა; სამოქალაქო საზოგადოების, თვითმმართველობის ორგანოებისა და ბიზნეს წრეების მონაწილეობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში გადაწყვეტილებების მომზადებაში, განხილვაში, მიღებაში და განხორციელებაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.