ზღვის წყლის პარადოქსული შერევის ფენომენია იმ სიტუაციაში, როდესაც მარილიანობის და ტემპერატურის განაწილება სიღრმეზე გრავიტაციულად სტაბილურია და რელეი - ტეილორის არასტაბილურობა ვერ განვითარდება. არასტაბილურობა, რომელიც იწვევს შერევას, წარმოიქმნება იმის გამო, რომ მარილის დიფუზია უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე თბოგამტარობა. ეს ფენომენი ორმაგი დიფუზიის კერძო შემთხვევაა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.