&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მდგ

მდგრადი განვითარების სტრატეგია

საზოგადოების განვითარების სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური პრობლემების დაბალანსებულ გადაწყვეტას, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელი გარემოს და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის შენარჩუნებას თანამედროვე და მომავალი თაობების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 1991 წელს გაერომ მიიღო გარემოს დაცვის მსოფლიო სტრატეგია. ამ დოკუმენტს დაერქვა სახელი: "დედამიწაზე ზრუნვა - მდგრადი არსებობის სტრატეგია". დოკუმენტი შედგება სამი ნაწილიდან: - პირველ ნაწილში დეკლარირებულია მდგრადი განვითარების პრინციპები: დედამიწაზე არსებულის ყველაფრის პატივისცემა და ზრუნვა; ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება; ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობისა და მრავალფეროვნების შენარჩუნება; არაგანახლებადი რესურსების ამოწურვის თავიდან აცილება; განვითარება ეკოსისტემების პოტენციური შესაძლებლობების ფარგლებში.- ადამიანის ცნობიერებისა და მისი ქცევის სტერეოტიპების ცვლილებები; საზოგადოების სოციალური დაინტერესების წახალისება გარემოს შენარჩუნების საკითხში; სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციების შემუშავება; მოქმედების ერთიანობის მიღწევა გლობალურ დონეზე. დოკუმენტის მეორე და მესამე ნაწილებში მოცემულია რეკომენდაციები ამ პრინციპების განხორციელების შესახებ. განხორციელების შესახებ. მდგრადი განვითარების სტრატეგიის მიზანია, ბუნებრივი გარემოს დაცვის ეროვნული პროგრამების შეცვლის გარეშე, ძირითადი საორიენტაციო მითითებების გაცემა. სტრატეგიაში ორი ძირითადი ამოცანაა დასმული: - კაცობრიობის გადარჩენა და ადამიანის ცხოვრების არსის ფილოსოფიური განმარტება. ადამიანის, როგორც სახეობის შენარჩუნების პერსპექტივა უკვე საკმაოდ პრობლემატურია. ახლა ადამიანი თავის განვითარების ყველაზე აგრესიულ ეტაპზე იმყოფება. ის ცდილობს გააცნობიეროს დილემა: ან ის ადაპტირდება ბიოსფეროსთან, შეეგუება მას, ან გადაშენებული სახეობების ბედს გაიზიარებს. მაგრამ გადარჩენა არ არის მხოლოდ საკაცობრიო ამოცანა. ამ გაგებით, ადამიანი ცოტათი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისგან. მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია "სულიერების კონცეფცია, როგორც მიზნების არსებობა, რომლებიც განსხვავდებიან უბრალო გადარჩენისგან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9