(ძველი.ბერძნული. μέγας - დიდი და πόλις - ქალაქი) - მრავალი საცხოვრებელი დასახლების შემცველი, ძალიან დიდი ურბანული აგლომერაცია (რიგი ურბანული აგლომერაციის ფუნქციონალური კავშირი). მეგაპოლიის მოსახლეობა 1 მილიონს აღემატება. მეგაპოლისი უწყვეტ გაშენებულ ადგილს არ წარმოადგენს, მისი ტერიტორიის 9/10 ღია სივრცეებია. მეგაპოლიის გაშენებულ ნაწილებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია და ყველა მისი ნაწილი ეკონომიკურად არის დაკავშირებული. უდიდესი მეგაპოლისები: ბოსტონი - ვაშინგტონი (აშშ), ლონდონი - ლივერპული (დიდი ბრიტანეთი), ტოკიო ოსაკა - ნაგოია (იაპონია).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.