უმარტივესი ალკანი, CH4, გაჯერებული ნახშირწყალბადების ჰომოლოგიური სერიის პირველი წევრი. ნორმალურ პირობებში, CH4 არის უფერო და უსუნო გაზი. გვხვდება თავისუფალ და გახსნილ მდგომარეობაში წყალსა და ნავთობში. წარმოიქმნება ორგანული ნარჩენების ბიოქიმიური დაშლის პროცესში (მეთანის დუღილი), გამოიყოფა სასოფლო - სამეურნეო ცხოველებისა და ბრინჯის მინდვრების მიერ და, ასევე, ბიოგაზის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ბუნებაში მეთანი წარმოიქმნება ტენით უხვად გაჯერებულ ხმელეთის ეკოსისტემებში, ამასთან არის დაკავშირებული მისი ერთ - ერთი სახელი ჭაობის გაზი. მეთანი - ბუნებრივი გაზის (99%) და მაღაროს გაზის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ამ უკანასკნელის დაგროვება ნახშირის მაღაროებში აფეთქებებს იწვევს. მეთანი - ერთ - ერთი სათბური აირია. ნახშირწყალბადების წარმოების პროცესში მეთანის დანაკარგები ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,2024.