ძველი.ბერძნული. μέθοδος - გზა კვლევის ან შემეცნების, μετά- + ὁδός „გზა“) გზა მიზნის მისაღწევად, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად; რეალობის პრაქტიკული ან თეორიული ათვისების (შემეცნების) სხვადასხვა ხერხის ან ოპერაციების ერთობლიობა. ცოდნისა და კვლევის სფეროსგან განსხვავებით, იგი ავტორისეულია, ანუ შექმნილია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, სამეცნიერო თუ პრაქტიკული სკოლის მიერ. მოქმედების შეზღუდული მასშტაბისა და შედეგის გამო, მათ დაძველების ტენდენცია გააჩნიათ. ხშირად ისინი სხვა მეთოდებად გარდაიქმნებიან, ვითარდებიან დროის მიხედვით, ტექნიკური და სამეცნიერო აზროვნების მიღწევების და საზოგადოების საჭიროებების შესაბამისად. ერთგვაროვანი მეთოდების ერთობლიობას, ჩვეულებრივ, მიდგომას უწოდებენ. მეთოდების განვითარება სამეცნიერო აზროვნების განვითარების ბუნებრივი შედეგია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.