(ინგლ. brainstorming) - ემოციურად ხელსაყრელ გარემოში, რთული პრობლემის გადაჭრის ერთობლივი ძიების მიზნით, ინტელექტუალური ჯგუფის საქმიანობის ინტენსიფიკაციის ხერხი, რომელიც ხელს უწყობს თითოეული მონაწილის შემოქმედებითი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამჟღავნებას. ტვინის შეტევის (შტურმის) მეთოდი 1941 წელს შექმნა ალექს ოსბორნმა (Alex Faickney Osborn, 1888 - 1966) ამერიკული სუპერპროფესიონალური სარეკლამო სააგენტო BBD & O- ს თანამშრომელმა. ის შეუდგა ტვინის შტურმის თეორიის დამუშავებას და 1942 წელს გამოაქვეყნა წიგნი "როგორ უნდა იფიქროთ", ხოლო 1953 წელს - "წარმოსახვის მართვა" მეთოდი ემსახურება პრობლემების სწრაფად მოგვარებას და ემყარება იმ ადამიანების შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირებას, რომლებიც მასში მონაწილეობენ და სთავაზობენ სხვადასხვა გადაწყვეტილების მაქსიმალურ რაოდენობას. ყველა ვარიანტის გაჟღერების შემდეგ, შეირჩევა ის, რაც ყველაზე შესაფერისია პრაქტიკაში წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვეულებრივ, "ტვინის შტურმი" შედგება სამი სავალდებულო ეტაპისგან, რომლებიც განსხვავებულია ორგანიზებულობისა და განხორციელების წესებით: 1. წინასწარი ეტაპი - პრობლემის დაყენება; 2. ძირითადი ეტაპი - იდეების გენერაცია; 3. საექსპერტო ეტაპი - იდეების დაჯგუფება, შერჩევა და შეფასება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.