(ლათინური. melioratio „გაუმჯობესება“) - ორგანიზაციულ - სამეურნეო და ტექნიკური ღონისძიებათა კომპლექსი ჰიდროლოგიური, ნიადაგური და აგროკლიმატური პირობების გასაუმჯობესებლად, მიწისა და წყლის რესურსების გამოყენების ეფექტურობის ამაღალების მიზნით, სასოფლო - სამეურნეო კულტურების მაღალი და მდგრადი მოსავლის მისაღებად. მელიორაცია ჩვეულებრივი აგროტექნიკური მეთოდებისგან მელიორაციის ობიექტებზე ხანგრძლივი და უფრო ინტენსიური ზემოქმედებით განსხვავდება. მელიორაცია - სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავენ მიწის თვისებების გაუმჯობესებას, მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.