(ბერძნ. aer - ჰაერი, გერმ. solium – კოლოიდი) - გაზურ გარემოში შეწონილი მყარი ან თხევადი ნაწილაკები. აეროზოლებს მიეკუთვნება მიწის და ქვანახშირის მტვერი, ღრუბელი, ნისლი, კვამლი და სხვ. ისინი ატმოსფეროს ქიმიური დაბინძურების ძირითად საშიშ ელემენტებს განეკუთვნებიან. ჩვეულებრივ აეროზოლების ნაწილაკთა ზომები 0,001–1000 მკმ ფარგლებში მდებარეობენ. ადამიანის ფილტვებისათვის დიდ საფრთხეს ძირითად 0,5–5მკმ ზომის ნაწილაკები წარმოადგენენ. უფრო მეტი ზომის ნაწილაკები თმების ფილტრის საშუალებით ცხვირის შესასვლელში კავდებიან, ხოლო უფრო მცირე სასუნთქი არედან ამოისუნთქებიან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,