ძველი.ბერძნული. μεταβολή - ცვლილება, გარდაქმნა) - იგივეა, რაც ნივთიერებათა ცვლა. ქიმიური რეაქციები, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალი არსების ორგანიზმში. ეს პროცესი ორგანიზმებს ზრდისა და გამრავლების საშუალებას აძლევს, შეინახონ და აღადგინონ თავიანთი სტრუქტურა და უპასუხონ გარემოს ზემოქმედებებს. ჩვეულებრივ მეტაბოლიზმი ორ ჯგუფად იყოფა: კატაბოლიზმად და ანაბოლიზმად. კატაბოლიზმის დროს რთული ორგანული ნივთიერებები დეგრადირდებიან უფრო მარტივამდე და, ჩვეულებრივ, გამოყოფენ ენერგიას. ანაბოლიზმის პროცესებში - უფრო მარტივი ნივთიერებებისაგან უფრო რთული ნივთიერებების სინთეზირება ხდება და ამას თან ახლავს ენერგიის დახარჯვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.