&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მეგ მედ მეზ მეთ მელ მენ მეო მერ მეტ მექ მეც

მეტეოზონდი

უპილოტო აეროსტატი, რომელიც შექმნილია ატმოსფეროს მდგომარეობის შესასწავლად. იგი შედგება წყალბადით ან ჰელიუმით სავსე რეზინის ან პლასტმასის ბალონისგან, ზედ დაკიდებული აპარატურის კონტეინერით, რომელიც ატმოსფეროს წნევის, ტენიანობის, ტემპერატურისა და სხვა მეტეოპარამეტრის გაზომვის საშუალებას იძლევა. ბალონის გადაადგილების გაზომვები სხვადასხვა სიმაღლეზე ქარის სიჩქარის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ინფორმაცია ჩვეულებრივ გადაიცემა რადიოს საშუალებით (რადიოზონდი). თუ ბუშტი გაშვებულია მხოლოდ ქარის სიჩქარის გასაზომად, მაშინ მას „პილოტ ბუშტს“ უწოდებენ. მაღალსიმაღლის მეტეოზონდებს შეუძლიათ 30-40 კმ სიმაღლეზე და ზოგჯერ კი, უფრო მეტზეც მიაღწიონ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9