&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მზე მზი

მზის მუდმივი

ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს დედამიწის მიერ მზისგან მიღებულ ელექტრომაგნიტური გამოსხივების სიმძლავრეს. მზის მუდმივი მოიცავს ყველა სახის მზის გამოსხივებას და არა მხოლოდ ხილულ სინათლეს. ექსტრაატმოსფერული გაზომვების მიხედვით, მზის მუდმივი არის 1367 W×h/m². მზის მუდმივი არ არის მუდმივი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში. ცნობილია, რომ მის მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს ორი ძირითადი ფაქტორი: მანძილი დედამიწასა და მზეს შორის, რომელიც იცვლება მთელი წლის განმავლობაში დედამიწის ორბიტის ელიფტიურობის გამო (წლიური ცვალებადობა 6,9% - იანვრის დასაწყისში 1,412 კვტ/მ²- დან ივლისის დასაწყისში 1,321 კვტ/მ² მდე).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9