(ძველი.ბერძნული. μύκης - სოკო და ῥίζα - ფესვი) - სოკოების სიმბიოზური ბინადრობა ფესვებზე და მცენარეთა ფესვების ქსოვილებში, რაც სიმბიონტების მიერ საკვები ნივთიერებების ნაწილის ერთმანეთისაგან მიღებას უზრუნველყოფს. განასხვავებენ ეკტოტროფულ მიკორიზას (ხეებზე) და ენდოტროფულ მიკორიზას (ორქიდეებისა და პარკოსნების ფესვების ქსოვილებში). მიკორიზას მაგალითებია: ვერხვის და ვერხვისძირას, არყის ხისა და არყა - სოკოს თანაცხოვრება და სხვა. მიკორიზის მოვლენა 1879-1881 წლებში პოლონელი ბოტანიკოს - მიკოლოგის ფ. მ. კამენსკის (პოლ. Franciszek Dionizy Kamieński, 1851 - 1912) მიერ იყო აღწერილი, ხოლო ტერმინი "მიკორიზა" 1885 წელს გერმანელმა ბიოლოგ - ბოტანიკოსმა ალბერტ ბერნჰარდ ფრანკმა (Albert Bernhard Frank, 1839 - 1900,) შემოიღო. ცნობილია მიკორიზის სამი ტიპი: ენდოტროფული, ეკტოტროფული დაეკტოენდოტროფული
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.