&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მიგ მიზ მიკ მილ მინ მიწ

მიკროელემენტი

1) ორგანიზმებისათვის უმნიშვნელო რაოდენობით აუცილებელი ქიმიური ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს მათი განვითარების წარმატებასა თუ უმტკივნეულო არსებობას; 2) ქიმიური ელემენტი, რომელსაც მცენარეები და ცხოველები n ∙10-2 დან n∙10-6 წონის პროცენტული რაოდენობით შეიცავენ და სხეულში ბიოქიმიური პროცესების აქტივატო-რის როლს ასრულებს. მიკროელემენტები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: ფერმენტების, ჰორმონების და ვიტამინების სტრუქტურის ნაწილია. მათი ნაკლებობა იწვევს სხეულის სერიოზულ დაავადებებს. მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის სიცოცხლისთვის 30-ზე მეტი მიკროელემენტია აუცილებელი. მათ შორის: იოდი (I), მაგნიუმი (Mg), რკინა (Fe), კალციუმი (Ca), კალიუმი (K), ფოსფორი (P), სელენი (Se), ბრომი (Br), ბორი (B), კობალტი (Co), სილიციუმი (Si), მანგანუმი (Mn), სპილენძი (Cu), მოლიბდენი (Mo), ნიკელი (Ni), სელენი (Se), ფთორი (F), ქრომი (Cr), თუთია (Zn).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9