&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მიგ მიზ მიკ მილ მინ მიწ

მიკრომეტეოროლოგია

მეტეოროლოგიის შვილობილი მეცნიერება, რომელიც, მაკრო და ეზომეტეოროლოგიისგან განსხვავებით, ითვალისწინებს მცირე და ულტრაპატარა მასშტაბის მეტეოროლოგიურ მოვლენებს, როგორც დროში, ასევე სივრცეში. დროის ჩარჩოები გამოითვლება წამებიდან რამდენიმე საათამდე. სივრცითი საზღვრები მერყეობს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე. ტურბულენტობის თეორია, აეროდინამიკა და თერმოდინამიკა არის ძირითადი საბაზისო მეცნიერებები, რომლებიც საფუძვლად უდევს მიკრომეტეოროლოგიას და ატმოსფეროს მდგომარეობის პროგნოზების გამოთვლებს ლოკალურ წერტილებში და, აგრეთვე, ცვლილებების დინამიკის შეფასებას, პირველ რიგში, ისეთი პარამეტრებისა, როგორიცაა ქარის სიჩქარე და მიმართულება, ტემპერატურა, ტენიანობა, სიმკვრივე და მათი გრადიენტები. უპირველეს ყოვლისა, და ზოგჯერ ექსკლუზიურად, ის მოიცავს ატმოსფეროს მიწისპირა ფენის ფიზიკას (ზოგჯერ - ხახუნის ფენას), კერძოდ, ამ ფენაში ტურბულენტობის, დიფუზიის და სითბოს გადაცემის პროცესებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9