მიკროსკოპულად მცირე (50 - დან 500 მიკრონამდე) ცოცხალი ორგანიზმების ფართო ჯგუფი: - ბაქტერიები, აქტინომიცეტები, საფუარი, ქვედა სოკოები, მიკროწყალმცენარეები, უმარტივესები (ლათ. Protozoa) და არა ვირუსები, რომლებიც, როგორც წესი, იზოლირებულია ცალკეულ ჯგუფში და არა პრიონები. ბუნებაში მიკროორგანიზმების საყოველთაო განაწილება და ცხოვრების პროცესში სხვადასხვა ორგანული და მინერალური ნაერთების გამოყენების შესაძლებლობა განსაზღვრავს მათ მნიშვნელოვან როლს გეოლოგიურ და გეოქიმიურ პროცესებში (ნახშირბადის, აზოტის, ფოსფორის, სილიციუმის, გოგირდის და ასე.შემდეგ.მიმოქცევა). არაპათოგენური მიკროორგანიზმები რედუცენტების როლს ასრულებენ. დაბინძურებულ ბუნებრივ ობიექტებში ვითარდება დაავადების გამომწვევი (პათოგენური) მიკროორგანიზმები. მიკროორგანიზმების უმეტესობა შედგება ერთი უჯრედისგან, მაგრამ ასევე არსებობენ მრავალუჯრედიანი მიკროორგანიზმები, ისევე როგორც არსებობენ, შეუიარაღებელი თვალით ხილული, ერთუჯრედული მიკროორგანიზმები, მაგალითად Caulerpa-ს გვარის წარმომადგენლები Thiomargarita namibiensis, (გიგანტური პოლიკარიოტები). ამ ორგანიზმების შესწავლით მეცნიერება მიკრობიოლოგია არის დაკავებული.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.