წოდებულია სერბი ასტროფიზიკოსის მილუტინ მილანკოვიჩის (Milutin Milanković 1879 – 1958) პატივსაცემად - დედამიწის პოზიციის პერიოდული ცვალებადობა მზესთან მიმართებაში დედამიწის ორბიტაზე. ეს გავლენას ახდენს დედამიწამდე მიმავალი მზის რადიაციის განაწილებაზე და იწვევს კლიმატურ ცვლილებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ღრმა გავლენას ახდენენ ორგანიზმების სიმრავლესა და განაწილებაზე, რაც ყველაზე კარგად ჩანს მეოთხეული პერიოდის ნამარხი ჩანაწერებში (ბოლო 1.6 მილიონი წელი)
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.