(დამლაშიანება) - სხვადასხვა წარმოშობის მინერალური კომპონენტებით, ძირითადად მარილებით, წყლების გამდიდრების ხარისხი. ყველაზე ხშირია არაორგანული მარილები (ძირითადად კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის და ნატრიუმის ბიკარბონატები, ქლორიდები და სულფატები) და წყალში ხსნადი ორგანული ნივთიერებების მცირე რეოდენობა. სასმელ წყალში მარილების შემცველობა განპირობებულია ბუნებრივ წყაროებში მის რაოდენობაზე, რომლებიც ძალზედ ცვალებადია სხვადასხვა გეოლოგიურ რეგიონებში მინერალების განსხვავებული ხსნადობის გამო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.