წიაღიდან (მიწისქვეშა წყლის ობიექტიდან) წყლის ამოღება, როგორც დამოუკიდებელი მატერიალური დოვლათისა, დანიშნულებისამებრ მისი შემდგომი გამოყენების მიზნით. მიწისქვეშა წყლებს დედამიწის მთელი წყლების 2% უკავია. მიწიქვეშ 40-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე დედამიწის ყველა ტბაში, ჭაობში და მდინარეში ერთად აღებული. მიწისქვეშა წყალი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილშია თავმოყრილი, ეს წყლები შეიძლება იყოს მტკნარი და მარილიანი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.