ხსნადი მარილებით დამლაშებული ნიადაგი. მლაშობ ნიადაგს ვხვდებით ველზე, უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში. დამლაშებას უმეტესად იწვევს ნიადაგის ზედაპირზე ამოსული მარილი, რომელიც წარმოიქმნება ზედაპირიდან გრუნტის წყლის აორთქლების შედეგად. მლაშობი ნიადაგი არის ქლორიდული (ხსნადი მარილის შემცველობა აღემატება 1%-ს), სულფატური (ხსნადი მარილი 2 %-ზე მეტია) და სხვა. დამლაშების სიღრმის მიხედვით განარჩევენ ზედაპირულად და ღრმად დამლაშებულ ნიადაგებს:მარილის შემცველობის მიხედვით - ძლიერ, საშუალო და სუსტად დამლაშებულს. მლაშობის ნიადაგის განმლაშება ხდება გრუნტის წყლის დონის დაწევით, ჩარეცხვით, ბალახის დათესვით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.