&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მოდ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს

მოდელები მსოფლიოს

კაცობრიობის მომავლის პროგნოზები. 1970-იან წლებში იყო მოდური კაცობრიობის სამომავლო განვითარების, მისი ბუნებრივ რესურსებთან და მთლიანად ბიოსფეროსთან ურთიერთობის მათემატიკური მოდელირება. განსაკუთრებით ცნობილია რომის კლუბთან დაკავშირებული ნამუშევრები ("ზრდის ზღვრები", 1972; "კაცობრიობა გზაჯვარედინზე", 1974 და სხვ.). მოდელირების შედეგად მიღებული ძირითადი დასკვნებია: ტექნოლოგიურ პროგრესს თან უნდა ახლდეს სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები; სტაბილიზირებული უნდა იყოს მოსახლეობის ზრდა და რესურსების მოხმარება; მომავლის საზოგადოებაში უნდა შემცირდეს წინააღმდეგობები მდიდრებსა და ღარიბებს შორის. გლობალური მონიტორინგის ინსტიტუტის (“Worldwatch Institute“) დამფუძნებელმა და დირექტორმა, ლ. ბრაუნმა (Lester Russel Brown) შეიმუშავა მომავალი საზოგადოების ყველაზე სრულყოფილი ფენომენოლოგიური მოდელი. გამოყოფილია პრობლემები, რომლებიც ადრეულ მოგვარებას მოითხოვს: - მოსახლეობის ზრდის რეგულირება; - რესურსების დაზოგვა და მეორადი ნედლეულის, როგორც ძირითადი რესურსის გამოყენებაზე გადასვლა; ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება; - მცირე ნარჩენიანი და ეკოლოგიურად დახურული ტექნოლოგიების დანერგვა; - გარემოს დაბინძურების დონის მკვეთრი შემცირება; - სამომხმარებლო მიდგომის დაძლევა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9