რბილტანიანები (ლათინური. Mollusca; ლათინური. molluscus - რბილი) უხერხემლო ცხოველების სახეობა, რომელიც მოიცავს ლოკოკინებს, ლორწოვანებს, ხამანწკებს, რვაფეხას და მსგავსებს. ცნობილია 70 000-ზე მეტი თანამედროვე სახეობა და დიდი რაოდენობით ნამარხი. ყველა მოლუსკს, პრინციპში, აქვს ორმხრივი სიმეტრიული არასეგმენტირებული სხეული. უმეტესობას ზრდასრულ მდგომარეობაში აქვს ნიჟარა, დანარჩენს კი ემბრიონულში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.