&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მოდ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს

მომავლის ენერგომომარაგება

ენერგიის წარმოების უნარჩენო პრინციპი. იგი ეფუძნება საწვავის ეკონომიას, განახლებადი წყაროების გამოყენებას, გარემოს დაცვას მავნე ზემოქმედებისგან, რადგან ბუნებაზე მავნე ზემოქმედების დაახლოებით 60% ელექტროენერგეტიკული მრეწველობის და თბომოპოვებისა და თბომომარაგების მომიჯნავე განხრებზე მოდის. თითოეული ტონა პირობითი საწვავის დაზოგვა იწვევს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებას 30-50კგ-ით (საწვავის სახისა და წვის მოწყობილობის ტიპზე დამოკიდებულებით). ჩვენი დროის ერთ - ერთი მთავარი გლობალური ტენდენციაა ენერგიის ტრადიციული წყაროების უარყოფა: ქვანახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის. მათი ალტერნატიული განახლებადი ენერგია მიიღება ისეთი ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც პრაქტიკულად ამოუწურავია - მზის შუქი, წყალი, ქარი და მრავალი სხვა. ეს ამცირებს სათბურის აირებისა და დამაბინძურებლების გამონაბოლქვს და ასევე არ იწვევს დედამიწის წიაღის ამოწურვას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9