&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მოდ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს

მონიტორინგი

(ლათინური. monitor - ზედამხედველი) 1. მუდმივი დაკვირვება, თვალყურის დევნება ზოგიერთ პროცესებზე, ობიექტებზე ან მოვლენებზე, სასურველ შედეგთან ან თავდაპირველ დაშვებებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; 2. მაქსიმალურად სრული სახის - მრავალმიზნობრივი საინფორმაციო სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანებია დაკვირვება, შეფასება და ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობების პროგნოზირება, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, სხვა ცოცხალი არსებების, მათი ოჯახების, ბუნებრივი და ხელოვნური ობიექტებისთვის და ასე.შემდეგ. საზიანო ან საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით. მონიტორინგის ძირითადი მიზანია, ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული, ნეგატიური შედეგების პრევენცია. ამასთან დაკვირვების ობიექტად, უმთავრესად, ბუნებრივი გარემოს ცალკეული კომპონენტები: ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ნიადაგი და ბიოტა, რიგ შემთხვევაში - გეოსისტემები და ეკოსისტემები, გვევლინება. შესაბამისად, უფრო მეტი განვითარება მონიტორინგის დარგობრივმა სახეობებმა მიიღო - ჰიდრომეტეოროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, გეოქიმიური და ბიოლოგიური, რომლებიც დამოუკიდებელი დაკვირვებისა და კონტროლის სისტემების სახით ფუნქციონირებენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9