დედამიწის ბიოსფეროსა და მის ეკოსფეროში გლობალური პროცესებისა და მოვლენების, მათი ყველა ეკოლოგიური კომპონენტის ჩათვლით, თვალყურის დევნება, და დროულად გაფრთხილება განვითარებადი ექსტრემალური სიტუაციების შესახებ. გლობალური მონიტორინგი - ეს არის დაკვირვების სისტემა მსოფლიო პროცესებისა და მოვლენების მდგომარეობაზე და შესაძლო ცვლილებების პროგნოზირება, მათ შორის ანთროპოგენური ზემოქმედების ჩათვლით დედამიწის ბიოსფეროზე მთლიანობაში. გარემოსა და რესურსების მონიტორინგის გლობალური სისტემა შექმნილია დედამიწის მასშტაბით საყოველთაო ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა გლობალური კლიმატის დათბობა, ოზონის შრის შენარჩუნების პრობლემა, მიწისძვრის პროგნოზირება, ტყის დაცვა, გლობალური გაუდაბნოება და ნიადაგის ეროზია, წყალდიდობა, საკვები და ენერგეტიკული რესურსები და ასე შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.