განსაკუთრებული კულტურული და ბუნებრივი ფასეულობები, რომლებიც მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობას წარმოადგენს. ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება. 2018 წლის მონაცემებით სულ 1092 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 167 ქვეყანაში. აქედან: 845 კულტურულია, 209 ბუნებრივი, ხოლო 38 კი, შერეული ტიპის. მსოფლიო მემკვიდრეობა დაყოფილია ხუთ გეოგრაფიულ ზონად: აფრიკა, არაბული ქვეყნები (წარმოდგენილი ჩრდილოეთ აფრიკით და შუა აღმოსავლეთით), აზია - ოკეანია (წარმოდგენილი ავსტრალიით და ოკეანიით), ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, და ლათინური ამერიკა და კარიბები. რუსეთი და კავკასია კლასიფიცირდება როგორც ევროპა, ხოლო მექსიკა შედის ლათინური ამერიკასა და კარიბის ზონაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Gმონიტორინგი რეგიონალურიlossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,