&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მსო

მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (United Nations Educa-tional, Scientific and Cultural Organization- UNESCO) 1972 წელს მიიღო მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში 1975 წელს შევიდა. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პირველი ძეგლი, რომელიც ამ სიაში 1978 წელს შევიდა, იყო გალაპაგოსის კუნძულები. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიის მთავარი მიზანი თითოეული ობიექტის დაცვაა, თუ, რა თქმა უნდა, იგი შეესაბამება იუნესკოს კრიტერიუმებს. იუნესკოს სულ 10 კრიტერიუმი აქვს, რომელთაგან პირველი ექვსი მოქმედებს 1978 წლიდან და განსაზღვრავს კულტურულ ობიექტებს, ხოლო დანარჩენი ოთხი ბუნებრივ ობიექტებს განსაზღვრავს და მოქმედებს 2002 წლიდან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Gმონიტორინგი რეგიონალურიlossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9