&
K R

მა მდ მე მზ მთ მი მლ მო მჟ მს მტ მუ მც მძ მწ მხ
მტა მტვ მტკ

მტაცებლობა

საკვების მოპოვებისა და ცხოველების (იშვიათად მცენარეების) კვების მეთოდი, რომლის დროსაც მსხვერპლს იჭერენ, კლავენ და ჭამენ. მტაცებლობა არის სხვადასხვა სახეობის ორგანიზმებს შორის ტროფიკული ურთიერთობის ფორმა, რომლის დროსაც ერთი მათგანი (მტაცებელი) თავს ესხმის მეორეს (მსხვერპლს) და იკვებება მისი ხორცით, ანუ ჩვეულებრივ ხდება მსხვერპლის მოკვლის აქტი. ზოგჯერ, ფართო გაგებით, ეს ტერმინი გაგებულია, როგორც სხვების მიერ ზოგიერთი ორგანიზმის ნებისმიერი გადაჭმა (სრული ან ნაწილობრივი მკვლელობის გარეშე), ანუ, მაგალითად, ფიტოფაგი ცხოველებისა და მათი საკვები მცენარეების, პარაზიტებისა და მათი მასპინძლების თიერთობა. მტაცებლობა ჩვეულებრივ უპირისპირდება გვამების მუდმივ ჭამას - ნეკროფაგიას (ძველი. ბერძნული. νεϰρός - მკვდარი და φάγος - შთამნთქმელი), თუმცა ბევრი მტაცებელი ზოგჯერ ლეშითაც იკვებება, და მათი დაშლის ორგანული პროდუქტებით კვებას - დეტრიტოფაგიას -(ლათ. detritus გასრესილი, დაფხვნილი და ბერძნ. φάγος - შთამნთქმელი).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Gმონიტორინგი რეგიონალურიlossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9