ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და მისი მეურნეობისათვის ოპტიმალური შედგენილობის მცენარეების გაშენებასა და განთავსებას. მწვანე მშენებლობა (ასევე ეკოლოგიური მშენებლობა, ეკომშენებლობა, ეკოდეველოპმენტი) -არის მშენებლობისა და შენობათა ექსპლუატაციის სახეობა, რომლის ზემოქმედება ბუნებრივ გარემოზე მინიმალურია. მისი მიზანია შემცირდეს ენერგიისა და მატერიალური რესურსების მოხმარების დონე შენობის არსებობის მთელი ციკლის განმავლობაში: ნაკვეთის შერჩევიდან, დიზაინის, მშენებლობის, ექსპლუატაციის, შეკეთებისა და ნგრევის ჩათვლით. მწვანე შენობის კიდევ ერთი მიზანია შენობათა ხარისხისა და მათი შიდა გარემოს კომფორტის შენარჩუნება ან გაზრდა. ეს პრაქტიკა შენობის კლასიკურ დიზაინს აფართოებს და ავსებს ეკონომიურობის, სარგებლობის, გამძლეობისა და კომფორტის ცნებებით. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე შენობების მშენებლობის ახალი ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება, ამ იდეის მთავარი მიზანია გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე გაშენების საერთო ზემოქმედების შემცირება, რაც მიიღწევა შემდეგი გზით: ენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების ეფექტურად გამოყენებით; მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და თანამშრომელთა ეფექტურობის ამაღლების მიმართ ყურადღების გამახვილებით; ნარჩენების, ემისიების და სხვა გარემოზე ზემოქმედების შემცირების ნატურალური მშენებლობის მსგავსი მიდგომით, რომელსაც უფრო მცირე მასშტაბი გააჩნია და ბუნებრივი, ადგილობრივი მასალის გამოყენებითაა შემოფარგლილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,