ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნარჩენები მიწაზე ან მიწის ქვეშ განთავსდება. ნაგავსაყრელი მოიცავს ნარჩენების განთავსების შიდა ობიექტს (საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი, რომელზედაც ნარჩენების წარმომქმნელი კუთვნილ ნარჩენებს განათავსებს), მაგრამ არ მოიცავს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტს და ნარჩენების გადამტვირთავ სადგურს. ნაგვის გატანა ნაგავსაყრელზე გულისხმობს ნარჩენების შენახვას, რაც ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული.ნაგავსაყრელები, როგორც წესი, ჩნდება მიტოვებული ან უკვე გამოუყენებელი კარიერების, მაღაროებისა და ორმოების ადგილზე. არსებობს სანქცირებული და არასანქცირებული ნაგავსაყრელები: სანქცირებული ნაგავსაყრელები - ნარჩენების ადგილმდებარეობა, რომელთა გამოყენება არ არის მოსალოდნელი თვალმისაწვდომი პერიოდის განმავლობაში; არასანქცირებული ნაგავსაყრელები - გამოყენებული ადგილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ნარჩენების მოსაგებად. არასანქცირებული ან ცუდად აღჭურვილი ნაგავსაყრელები საფრთხეს უქმნის გარემოს. ნაგავსაყრელიდან მომწამვლელ ნივთიერებებს შეუძლიათ შეაღწიონ მიწისქვეშა წყლებში, ასევე ბუნებრივი წყალდინებით დააბინძურონ მდინარეები და წყლის სხვა ობიექტები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,