მეთანის, ნაფთენური და არომატული ნახშირწყალბადების ნარევი გოგირდის, აზოტისა და ჟანგბადის ნაერთების ნარევით. ფენების პირობებში, ნავთობი შეიცავს, აგრეთვე, გახსნილ აირებს, ძირითადად, ნახშირწყალბადების შედგენილობით. გამოკვლევის, ექსპლუატაციის, ტრანსპორტირების, გადამუშავებისა და მისი პროდუქტების გამოყენების პროცესში, ნავთობი ბუნებრივი წყლებისა და ნიადაგების ერთ - ერთი ყველაზე აქტიური დამაბინძურებელია. ის ძირითადად არის მუქი ყავისფერი ან შავი, ხანდახან კი მომწვანო ან მოყვითალო ფერის. აქვს სპეციფიკური სუნი. ვრცელებულია დედამიწის დანალექ ფენაში და წარმოადგენს ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს. იგი მოიპოვება მხოლოდ და მხოლოდ ფსკერზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,