განსაკუთრებულად დაცული ტერიტორია (აკვატოპია), რომელზე, ცოცხალი არსებათა გარკვეული სახეობის, ცალკეული ბიოგეოცენოზების, ეკოლოგიური კომპონენტების ხელუხლებელი მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა და ადამიანების მიერ მისი მონახულება სრულად არის აკრძალული. ტერიტორიის (აკვატორიის) ნაწილი, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები. ნაკრძალად ჩვეულებრივ ცხადდება ის ადგილი, რომელიც ან ტიპობრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა). ნაკრძალად შეიძლება გამოცხადდეს მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ისტორიულ - მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა აქვს. საქართველოში დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024