(ძველი.ბერძნული. νάρκη - ძილი, გაშტერება და μᾰνία - სიგიჟე, ლტოლვა) - სოციოლოგიაში - დევიანტური ქცევის ტიპი; მედიცინაში - დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული წამლების მიმართ დაუძლეველი მოზიდვით, მიღებული დოზების გაზრდის აუცილებლობით, მძიმედ მტკივნეული მდგომარეობით წამლის უკმარისობის შემთხვევაში და, შედეგად, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განადგურება, პიროვნების დეგრადაცია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024