ნარჩენების მართვის ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მიღებული ნედლეულის, ენერგიის, პროდუქტებისა და მასალების ხელახალი გამოყენების უზრუნველყოფა ეროვნულ ეკონომიკაში. ნარჩენებთან ტექნოლოგიური ოპერაციების განხორციელების მიზანია - მათი გარდაქმნა მეორად ნედლეულად, ენერგიად, სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქციებში. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა ჩვეულებრივი ნარჩენების განთავსებისთვის. საშუალებას იძლევა შემცირდეს გამოყენებული რესურსების რაოდენობა, ასევე შემცირდეს სათბურის გაზების ემისიები. გადამუშავებას შეუძლია პოტენციურად სასარგებლო მასალების განადგურების აცილება და პირველადი ნედლეულის მოხმარების შემცირება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას. პასუხისმგებელი მოხმარებისა და ნარჩენების მართვის საყოველთაოდ მიღებული იერარქიის მიხედვით, პირველ ადგილზეა ნარჩენების წარმოქმნის შემცირების პრინციპი, შემდეგ - მეორადი გამოყენება და გადამუშავება, მერე კი - დაწვა. ნარჩენების განთავსების პოლიგონური მეთოდი ყველაზე ნაკლებად სასურველ ვარიანტად ითვლება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024