&
K R

ნა ნე ნი ნო
ნაგ ნავ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაყ ნაც ნახ

ნარჩენების ვიტრიფიკაცია

(ლათინური. vitrum - მინა და facio - ვაკეთებ) - ნარჩენების დამუშავება, რის შედეგადაც ხდება მათი გარდაქმნა მინისებრ მასალად; თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების კონვერტაცია სტაბილურ მინაში; მაღალი აქტივობის ნარჩენების ჩართვა ბოროსილიკატურ მინაში, მასით დაახლოებით 14%. გაფილტრული ბირთვული ნარჩენებისა და მინის წარმომქმნელი მასალის ნარევს ახურებენ ღუმელში ბოროსილიკატური მინის მისაღებად, რომელიც ათასი წლის პერიოდში რჩება სტაბილური ვიტრიფიკაცია მიზნად ისახავს რადიონუკლიდების ფიქსირებას უძრავ მდგომარეობაში უხსნად, სტაბილურ მატრიცაში, გამზადებულს სამარხში განსათავსებლად
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9