&
K R

ნა ნე ნი ნო
ნაგ ნავ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაყ ნაც ნახ

ნარჩენების შენახვა

ნარჩენების არსებობის რეჟიმი, რომელიც გულისხმობს მათ შენახვას გარკვეულ ადგილას, გარკვეულ მოცემულ ან ცნობილ პირობებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდგომი გადამუშავების, ტრანსპორტირების, გამოყენების, განადგურების ან განკარგვის მიზნით. ნარჩენების შენახვისას აუცილებელია დაცული იყოს შენახვასთან დაკავშირებული ოპერაციების შემსრულებელი პერსონალისა და გარემოს უსაფრთხოების აუცილებელი პირობები. „შენახვის“ განმარტება დაკავშირებულია ნაგვის დროებით განთავსებასთან სპეციალურ ადგილებში. ამის მიზანია შერჩევითი შეგროვება, შეგროვებული ნარჩენების შემდგომი გადატანა დამუშავების სხვა ეტაპებზე. თუ ისინი გროვდება და დაჯგუფებულია არა უმეტეს 11 თვის განმავლობაში, მაშინ პროცესი ეხება დაგროვებას. ამ პერიოდის შემდეგ ნარჩენების დაყოვნებას, რომელიც ელოდება გადამუშავებას, ეწოდება შენახვა. შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს იმ პერიოდს, რომელიც შეესაბამება მოცემული ნარჩენების ტიპს. ნაგვის დროებითი შენახვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ ტერიტორიებზე: მწარმოებლის, ნარჩენების მფლობელის; მეორადი ნედლეულის დახარისხებისა და მიღების პუნქტების; ორგანიზაციების, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ნარჩენებთან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9