ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნებიან პროდუქციის წარმოების ან სამუშაოს შესრულების პროცესში და მთლიანად ან ნაწილობრივ აქვთ დაკარგული თავდაპირველი სამომხმარებლო თვისებები. წარმოების ნარჩენებში შეყავთ: შემცველი და გადამხურავი ქანები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას წარმოქმნილი გვერდითი და თანმხლები პროდუქტები, სოფლის მეურნეობის ნარჩენები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024