&
K R

ნა ნე ნი ნო
ნაგ ნავ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაყ ნაც ნახ

ნახშირბადის დიოქსიდი

(ნახშირორჟანგი - ნახშირბადის ანჰიდრიდი), CO2- ნახშირბადის შემცველი ნაერთების ჟანგვის პროდუქტი. ნახშირბადის უმაღლესი ჟანგეული. აღმოაჩინა შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ ბლეკმა. ნახშირორჟანგი შედის ჰაერის შედგენილობაში 0,03%- ით. ნახშირორჟანგი უფერული, ოდნავ მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია. იგი ორგანიზმების სუნთქვის და ნახშირბადის შემცველი საწვავის წვის პროცესებში წარმოიქმნება. ფოტოსინთეზის როცესში, მწვანე მცენარეები მოიხმარენ ნახშირწყლების და სხვა რთული ორგანული ნივთიერებების მისაღებად. მიწისქვეშა წყლებში CO2 - ის მაღალი ემცველობა მათ აგრესიულს ხდის ბეტონისა და ლითონების მიმართ. CO2 არის სათბურის ეფექტის შექმნის მთავარი მონაწილე; ჰაერში მისი კონცენტრაციის მატება დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდას იწვევს (სათბურის ეფექტი).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9