(HC) - ორგანული ნაერთები, რომელთა მოლეკულები მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან შედგებიან. ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnHm, სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია. სტრუქტურის მიხედვით, განასხვავებენ აციკლურ და ციკლურ ნახშირწყალბადებს. ნახშირბადის ატომებს შორის კავშირის ხასიათის მიხედვით, ნახშირწყალბადები იყოფა: ნაჯერ (ზღვრული) - შეიცავენ მხოლოდ უბრალო ბმულებს; უჯერ - შეიცავს ჯერად ორმაგ და სამმაგ ბმებს და არომატულებზე - შეიცავენ ციკლებს, რომელშიც ნახშირბადის ატომები დაკავშირებულია განსაკუთრებული არომატული ბმებით. ნახშირწყალბადები მსგავსი სტრუქტურისა და ხასიათის კავშირებით, რომლებიც განსხვავდებიან მხოლოდ მეთილენის ჯგუფების რიცხვით, ქმნიან ჰომოლოგიურ რიგებს. ნახშირწყალბადები უმეტესი ნავთობისა და წვადი გაზების მთავარი კომპონენტია. ზოგიერთი წვადი გაზები, კონდენსატები და მსუბუქი ნავთობი პრაქტიკულად მხოლოდ ნახშირწყალბადებისგან შედგება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024