ზოგადი ფორმულის Сn (H2O)m ორგანული ნაერთების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მონოსაქარიდებს, მათ წარმოებულებსა და კონდენსაციის პროდუქტებს (ოლიგო - და პოლისაქარიდები) და ბუნებრივი ორგანული ნივთიერებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯგუფია. ადამიანისა და მრავალი ცხოველის კვების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ჟანგვითი გარდაქმნების გავლით, ისინი ცოცხალ უჯრედებს ენერგიით უზრუნველყოფენ, ნახშირწყლები ყველა ცოცხალი ორგანიზმის ნაწილია. ისინი ბუნებრივ გარემოში შედიან ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად, აგრეთვე საფუარის, ლუდსახარში, შაქრისა და სხვა საკვები და ქიმიური მრეწველობის ჩამდინარე წყლების მეშვეობით. ნახშირწყლები ორგანული ნაერთების ძალიან ფართო კლასია, მათ შორის არის ძალიან განსხვავებული თვისებების მქონე ნივთიერებები. ეს საშუალებას აძლევს ნახშირწყლებს შეასრულოს სხვადასხვა ფუნქციები ცოცხალ ორგანიზმებში. ამ კლასის ნაერთებს შეადგენს ენარეების მშრალი მასის დაახლოებით 80% და ცხოველების მასის 2-3%.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024