ნიადაგის უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა ნიადაგის ხსნარის რეაქციის ცვლილებას, ესეიგი ბუნებრივი ან ანთროპოგენური ხასიათის ქიმიური ნივთიერებათა ნაკადების ზემოქმედებისას, შეინარჩუნოს თავისი ქიმიური მდგომარეობა უცვლელ დონეზე. ბუფერული თვისება დამოკიდებულია ქიმიურ შემადგენილობაზე და შეწოვილი ნიადაგის მოცულობაზე, შეწოვილი კათიონების შედგენილობაზე და ნიადაგის ხსნარის თვისებებზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024