ნიადაგის, როგორც ანთროპოგენური ზემოქმედების ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლანდშაფტწარმომქმნელი კომპონენტისა და ობიექტის, შენარჩუნების, გაუმჯობესების, მიზანმიმართული ცვლილებისა და რაციონალური გამოყენების ღონისძიებათა კომპლექსი. მოიცავს ნიადაგების დაცვას ეროზიის, დაბინძურების, გამოფიტვისგან, დეგრადირებული მიწების აღდგენით ონისძიებებს, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას, მათი გამოყენების რაციონალიზაციას. ნიადაგების დაცვა მიმდებარე ბუნებრივი გარემოს - წყლის, ატმოსფეროს, მცენარეულობის, ფაუნის დაცვისთან განუყრელად უნდა განხორციელდეს. ნიადაგის დაცვა დაბინძურებისგან ადამიანის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვინაიდან ნიადაგში მოხვედრილი ნებისმიერი მავნე ნაერთი ადრე თუ გვიან ადამიანის ორგანიზმში შედის
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024