ნიადაგის ზედა, ყველაზე ნაყოფიერი ფენების და ქვედა ქანების დაშლის პროცესი გამლღვალი და წვიმის წყლის ან ქარის მიერ. ნიადაგის ქარისმიერი ეროზია (დეფლაცია, გამობერვა) - ჰაერის დინებით ფხვიერი ნიადაგის ზედა ფენის ან ქვიშის გამოყოფა, ტრანსპორტირება და დეპონირება ქარის გავლენით. ქარისმიერი ეროზია დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით კარბონატულ შავმიწებს და წაბლა ნიადაგებს, აგრეთვე მსუბუქი შედგენილობის ნიადაგებსა და სხვა ტიპის ნიადაგებს. ის იყოფა ორ ჯგუფად: მტვრიანი ანუ შავი ქარიშხალი და ყოველდღიური ეროზია. ქარისმიერი ეროზია საქართველოში ძირითადად გვხვდება ზამთარში. ნიადაგის წყლისმიერი ეროზია - წყლის ნაკადების მიერ ნიადაგის ნაწილაკების დაშლა და ხელახალი დეპონირების პროცესი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024