ნიადაგის მჟავიანობის მომატება, სხვადასხვა ბუნებრივი და ანთროპოგენური (ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქების შემოტანით, მჟავე ატმოსფერული ნალექების მოსვლით და ა.შ.), ეფექტების შედეგად. მეცნიერული თვალსაზრისით, მჟავეობა წყალბადის იონების აქტიობის დონეა. მისი აბრევიატურაა - pH. მჟავეობის მიხედვით ასხვავებენ: ძლიერმჟავე ნიადაგი -pH - 3-4, მჟავე ნიადაგი pH- 4-5, სუსტად მჟავე ნიადაგი - pH -5-6, ნეიტრალური ნიადაგი - pH - 6-7, ტუტე ნიადაგი - pH - 7-8, ძლიერ ტუტე ნიადაგი - pH - 8-9.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024