(მეტაბოლიზმი, ძველი.ბერძნული. μεταβολή - გარდაქმნა) - ორგანიზმში ყველა ქიმიური ცვლილებებისა და ყველა სახის ნივთიერებათა და ენერგიის გარდაქმნების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმების განვითარებას, სასიცოცხლო აქტივობას და თვითაღდგენას, აგრეთვე მათ ურთიერთობას გარემოსთან და გარე პირობებში ცვლილებებთა შეგუებას. ქიმიური რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობს ცოცხალი არსების ორგანიზმში. ეს პროცესი ორგანიზმებს საშუალებას აძლევს განვითარდნენ და გამრავლდნენ, თავიანთი სტრუქტურა შეინახონ და აღადგინონ, და უპასუხონ გარემოს ზემოქმედებებს. ჩვეულებრივ მეტაბოლიზმი იყოფა ორ ჯგუფად: კატაბოლიზმად და ანაბოლიზმად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024