&
K

ნა ნე ნი ნო
ნია ნივ ნიკ ნიტ

ნიკოტინი

(ლათინური. nicotiána - თამბაქო) - ალკალოიდი, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც შეიცავს თამბაქოს ფოთლები და თესლი, ძლიერი შხამი ნერვული სისტემისთვის: თამბაქოს მოწევა, სუნთქვა და ღეჭვა ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი - ავიწროვებს მას. პირიდინის ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს Solanaceae ოჯახის მცენარეები, ძირითადად თამბაქოს ფოთლებსა და ღეროებში (კონცენტრაცია მშრალ წონაში 0.3 - დან 5% - მდე), მახორკა (2 - 14%), მცირე რაოდენობით - პომიდორში, კარტოფილში, ბადრიჯანში, მწვანე წიწაკაში. ნიკოტინი ტოქსიკურია ზოგიერთი მწერისთვის; ამის შედეგად, ნიკოტინი ადრე ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ინსექტიციდი, ხოლო დღეისათვის, ამ მიზნით ნიკოტინის სინთეზური ანალოგები, ე.წ. ნეონიკოტინოიდები გამოიყენება. სახელწოდება "ნიკოტინი" მომდინარეობს თამბაქოს ლათინური სახელიდან Nicotiana tabacum, რომელიც, თავის მხრივ, გამოიგონეს პორტუგალიის კარზე საფრანგეთის ელჩის, ჟან ნიკოს საპატივცემულოდ, რომელმაც 1560 წელს გაუგზავნა თამბაქო საფრანგეთის დედოფალს ეკატერინე დე მედიჩს და ურჩია შაკიკის სამკურნალო საშუალებად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9