ამიაკური მარილების დაჟანგვა ნიტრატებამდე, მიმდინარეობს ბუნებრივ წყლებში და ნიადაგებში, ძირითადად, ბაქტერიების მონაწილეობით. ნიტრიფიკაციის პროცესი ხორციელდება ორ ფაზად: 1. ამიაკი იჟანგება აზოტოვან მჟავამდე: 2NH3 + 3O2 = 2HNO2 + 2H2O ამაში მონაწილეობას იღებენ Nitrosomonas გვარის ბაქტერიები. 2. აზოტოვანი მჟავა იჟანგება აზოტმჟავამდე: 2НNО2 + О2 = 2НNО3
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,