&
K R

ნა ნე ნი ნო
ნოო ნორ

ნოოსფერო

(ძველი .ბერძნული. νοῦς - გონება და σφαῖρα - სფერო) - ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების სფერო, სადაც ადამიანის გონივრული მოქმედება წარმოადგენს განვითარების მთავარ, მამოძრავებელ ფაქტორს. ცნება ნოოსფერო მე - XIX -ე საუკუნის დასაწყისში შემოიღეს სორბონას უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა ედუარდ ლერუამ (Édouard Louis Emmanuel Julien Le Roy, 1870–1954) და კათოლიკურმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა, ბიოლოგმა პიერ ტეიარ დე შარდენმა (Pierre Teilhard de Chardin, 1881 - 1955), რომლებიც განსაზღვრავენ მას,როგორც დედამიწის „მოაზროვნე“ გარსს. ვლადიმერ ვერნადსკიმ ტერმინ ნოოსფეროს ახალი მატერიალური შინაარსი მისცა: ნოოსფერო ბიოსფეროს ახალი უმაღლესი სტადიაა. ნოოსფერო სულ უფრო ფართოვდება და გარდაიქმნება კოსმოსის ახალ სტრუქტურულ ელემენტად. ცნება ნოოსფერო გულისხმობს საზოგადოებასა და ბუნებას შორის გონივრულ ურთიერთგავლენის აუცილებლობას. ეს კი მოითხოვს წარმოების გონივრულ და ეფექტურ დაგეგმვას, ბუნების გარდაქმნის ამოცანის გლობალურ გადაჭრას. ვ. ი. ვერნადსკი, ავითარებდა რა, ბიოსფეროს ნოოსფეროში გადასვლის იდეას, ამ უკანასკნელის განსაკუთრებულ თვისებად მიიჩნევდა იმას, რომ ადამიანის გეოლოგიური მოღვაწეობა მთლიანად წარიმართება და გაკონტროლდება მეცნიერულ - ტექნიკური აზროვნების მიღწევებით. ბიოტექნოსფეროსათვის დამახასიათებელი სპონტანურობის ელემენტი გაქრება, მეცნიერული აზროვნება პლანეტარული ფენომენი გახდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9