დგინდება გარემოს მდგომარეობის შესაფასებლად ადამიანის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემების, მცენარეების, ცხოველების და სხვა ორგანიზმების გენეტიკური ფონდის შენარჩუნების მიზნით. გარემოს ხარისხის ნორმატივები მოიცავს: გარემოს მდგომარეობის ქიმიური მაჩვენებლებისთვის დადგენილ ნორმატივებს, მათ შორის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების ნორმატივებს; გარემოს მდგომარეობის ფიზიკური მაჩვენებლებისთვის დადგენილ ნორმატივებს, რადიოაქტიურობის დონის ინდიკატორების ჩათვლით; გარემოს მდგომარეობის ბიოლოგიური მაჩვენებლების ნორმატივებს, მათ შორის მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ორგანიზმების სახეობებსა და ჯგუფებს, რომლებიც გამოიყენება გარემოს ხარისხის მაჩვენებლებად; გარემოს ხარისხის სხვა სტანდარტებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,